1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის მეორე ტომი, ერთერთი საუკეთესო წყაროა XVII საუკუნის პირველი მეოთხედის
სამხრეთ კავკასის ხალხთა ისტორიისათვის. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია ისეთი რეგიონები, როგორიცაა საბარათიანოს, სომხითის, ბაიდარის, ტაშირის, ანჩას, დემურჩი ჰასანლუს, აჰსაბადის და სხვა ნაჰიეები. აღნიშნულ რეგიონებში წარმოდგენილია XVII საუკუნის პირველი მეოთხედის სამხრეთ კავკასიის სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის ისეთი საკითხები როგორიცაა : ოსმალური გადასახადები და საგადასახადო სისტემა, ასევე საუბარია პოლიტიკური ისტორიის, ლინგვისტიკის, ონომასტიკისა და სხვა საკითხებზე.