ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

აღქმის კარები. სამოთხე და ჯოჯოხეთი

მთარგმნელილევან ღამბაშიძე
გამოცემის წელი2017
გამომცემლობაინტელექტი

წიგნში მოთხრობილია ავტორის პირადი ფსიქოდელიური თავგადასავალი, რომელიც მან ნარკოტიკული საშუალება მესკალინის მიღების შემდეგ განიცადა. ის აღწერს, როგორ გარდაქმნის ნარკოტიკი ჩვენს აღქმის უნარს, თუ როგორ მოგვეცემა მისი საშუალებით საკუთარი ცნობიერებისა თუ გარე სამყაროს შესწავლის შესაძლებლობა. ამასთან, უამრავი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ჰაქსლი ცდილობს ხელოვნების ქმნილების დანიშნულების განსაზღვრასაც, რომელიც განსხვავდება ყველა იმ განსაზღვრებისაგან, რომელიც ხელოვნებათმცოდნეების წიგნებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ერთი სიტყვით, თავად ეს წიგნიც ერთგვარი მოგზაურობაა, რომლიდან დაბრუნების შემდეგ ყურადღებიან მკითხველს ბევრი რამე სახეცვლილი დახვდება – თითოეული ხელოვნების ქმნილება, თითოეული საგანი ჩვენ გარშემო, საკუთარი თავიც კი. ეს ყველაფერი შეიძენს იმ მნიშვნელობას, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო.