ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ

გამოცემის წელი2021
გამომცემლობადიოგენე

,,,,მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. ამბის მთხრობელი რკინიგზის სადგურის 22 წლის მორიგე მილოშ ჰრმაა, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში ცხოვრობს. მის ნაამბობში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული ოკუპაციის თანმდევი და პიროვნული ტრაგედიები, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს კიდეც საკუთარი თავის ძიების გზაზე დამდგარი გმირის ბედისწერას. რა ხდება მაშინ, როდესაც ისტორიის ბობოქარ პერიოდში ადამიანი საკუთარ განსაცდელსაა შეჭიდებული, როგორ განსაზღვრავს სამშობლოს ბედი უბრალო მოქალაქის ცხოვრებასაც კი და რა ზემოქმედებას ახდენს პერსონაჟის ცნობიერებაზე მის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ამის შესახებ მილოშ ჰრმა ჰრაბალის გმირებისთვის დამახასიათებელი მონდომებით გვიამბობს".