ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

გამოცემის წელი2016
გამომცემლობადიოგენე

პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი – ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. 

ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი – მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა – მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.