სახელგანთქმული გერმანელი მწერალი ლიონ ფოიხტვანგერი ამ რომანში მოგვითხრობს კასტილიის მეფე ალფონსოსა და ებრაელი ასულის რაკელის ამაღლებული უაღრესად წარმტაცი და ტრაგიკული სიყვარულის ამბავს რომელსაც XII საუკუნეში გადავყავართ. მწერალი ამ ისტორიულ რომანში ხალხთა მეგობრული თანაარსებობის, პროგრესის, მაღალი ჰუმანისტური მორალის უდიდეს მეხოტბედ გვევლინება და სხვადასხვა რელიგიის რწმენისა და პოლიტიკური სისტემის ხალხებს მშვიდობისაკენ მოუწოდებს.