ნაშრომში შესწავლილია XV-XIX სს ოსმალური ნარატიული და დოკუმენტური წყაროები, ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა გადმოცემული ოსმალო ისტორიკოსთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. საგანგებოდაა საუბარი ისეთ ოსმალო ისტორიკოსებზე რომელთა თხზულებებში საინტერესო ცნობებია დაცული საქართველოზე, ხაზგასმულია მათი ღირებულება და სანდოობა.