1728 წლის „თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი“ ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა აღმოსავლეთ საქართველოსა და მთელი ამიერკავკასიის ხალხთა არაერთი საკითხის შესასწავლად. მას, როგორც წყაროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ლინგვისტური, ონომასტიკური, ისტორიული გეოგრაფიისა და სხვა საკითხების შესასწავლად.