ნაშრომში წარმოდგენილია ბულგარეთში, ქ. სოფიის კირილესა და მეთოდეს სახელობის სახალხო ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის სექტორის არქივში დაცული სხვადასხვა ტიპის ოსმალური დოკუმენტების კრიტიკული ტექსტი, ქართული თარგმანით, კომენტარებითა და ფაქსიმილეებით. დოკუმენტებში საინტერესო ცნობებია დაცული ანაკლიისა და რუხის ციხეებში ოსმალთა შეიარაღებული ძალების განლაგების შესახებ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ოსმალთა ურთიერთობის თაობაზე. წიგნში 100 დოკუმენტია შესწავლილი, იგი მრავალმხრივ კონკრეტულ მასალას იძლევა ანაკლიისა და რუხის ციხეების ისტორიისათვის. დოკუმენტები საუკეთესო წყაროა როგორც საქართველოს, ასევე ოსმალეთის სოციალურ-ეკონომიკური ისტორიისათვის.