წიგნში შესულია გერმანულიდან თარგმნილი ნოველები, რომელთა ავტორები (ჰერმან ჰესე, ერიხ კესტნერი, ზიგფრიდ ლენცი, ჰაინრიხ ბიოლი, პეტერ ბიქსელი, ვალტერ ქაუერი) სახალისო (გროტესკული) მანერით მოგვითხრობენ უცნაურ პერსონაჟთა უცნაურ თავგადასავლებს. თემატიკა კი ამ ნაწარმოებებისა უაღრესად სერიოზული და აქტუალურია: ომისა და მშვიდობის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთდამოკიდებულების, წიგნიერებისა და უწიგნურობის, ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობის, შრომასთან, ბედნიერებასთან, ადამიანის თავისუფლებასთან დაკავშირებული საჭირბოროტო საკითხებისა და პრობლემების მაღალმხატვრული დამუშავებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას ეს თხზულებები.