,,ეს წიგნი „ამერიკის ხმაში" ჩემი გადაცემის „მემატიანის“ რაღაც ნაწილს შეიცავს, რომელიც 2002 წლიდან 2011 წლამდე გადიოდა ეთერში. შევეცადე ისეთი გადაცემები შემეთავაზებინა მკითხველისთვის, რომელსაც, ჩემი აზრით, დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ეს არის რადიორეპორტაჟების ნაკრები, რაც რადიოს სპეციფიკის გამო, მოითხოვდა დროის 5-წუთიან მონაკვეთში ჩატევას. აქედან გამომდინარე, მკითხველი თავად მიხვდება ხშირ შემთხვევაში რეპორტაჟის მოულოდნელად დასრულების მიზეზს და გარკვეულ თემაზე რამდენიმე გადაცემის გაკეთების აუცილებლობას" – მიხა გეგეშიძე.