ნაშრომი პირველწყაროების ბაზას ემყარება. ავტორი იყენებს რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო არქივების ფონდებიდან ამოღებულ დოკუმენტებს, რუსული და ქართული პერიოდული პრესის მასალებს. მონოგრაფიაში წარმოჩენილია სახელმწიფო სათათბიროს სტრუქტურა, საარჩევნო სისტემის ევოლუცია, ქართველი საზოგადოების დამოკიდებულება სათათბიროსადმი, საქართველოს პოლიტიკური პარტიების პოზიცია, მათი წინასაარჩევნო ბრძოლა, გამარჯვებული პარტიების საპარლამენტო საქმიანობა.