ლექსიკონში შეტანილია 3000-მდე სახეობის მწერი. სტრუქტურულად იგი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ლათინურ-ქართული და ქართულ-ლათინური. ორივე ენაზე სახეობები და მათი სინონიმები დალაგებულია ანბანის რიგით. სახეობის მოძებნის გაადვილების მიზნით, ქართულ-ლათინურში სახელები ორი ვარიანტითაა წარმოდგენილი: სახეობის პირდაპირი დასახელებით, ხოლო მეორე შემთხვევაში წინ გვარია გამოტანილი. ყველა შემთხვევაში სინონიმები ფრჩხილებშია მოქცეული.