ნაშრომში გაშუქებულია ის კარდინალური ცვლილებები, რაც XX საუკუნის 90-იან წლებში მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა. ამიერიდან მსოფლიო გახდა ერთიანი სისტემა საერთო ინტერესებითა და გრანდიოზული პერსპექტივებით, დაადგა გენეტიკურ-მემკვიდრეობითი განვითარების ბუნებრივ-ისტორიულ გზას. ამ ფონზე ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია შერეული ეკონომიკური სისტემის არსზე, მის მოდელებზე, მათი ისტორიული განვითარების გზებზე. ამასთან, ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ახალი თვისებრიობის განვითარებას.