მონოგრაფია წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში საქველმოქმედო საზოგადოებათა საქმიანობის კომპლექსური შესწავლის პირველ მცდელობას (XIX ს. 70-იანი – XX ს. 10-იანი წლები), ამგვარ საზოგადოებათა შექმნას თავის დროზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში, ამდენად იგი უნდა განვიხილოთ, როგორც ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანული შემადგენელი ნაწილი. წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ინტელიგენციის კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო მოღვაწეობის შესწავლას, გაანალიზებულია მისი როლი და მნიშვნელობა ახალგაზრდა თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საკითხში.