კრებულში განხილულია თანამედროვე ენათმეცნიერების ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა მნიშვნელობის, კერძოდ, სემანტიკური ველების საკითხები, ვალენტობის პრობლემა, მარკირების პრობლემა, აგრეთვე ენობრივი უნივერსალიების პრობლემა. კრებული საყურადღებო იქნება ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტთათვის,აგრეთვე ენის თეორიით დაინტერესებულ მომიჯნავე მეცნიერებათა წარმომადგენელთათვის.