წიგნში განხილულია ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭყონიას ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა. მრავალი ახალი საარქივო თუ დოკუმენტური მასალის მოხმობით ახლებური თვალთახედვითაა შეფასებული მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში განვითარებული არაერთი სოციალური და პოლიტიკური მოვლენა. განსხვავებული კუთხითაა წარმოჩენილი ამ პერიოდში მოღვაწე ჩვენი დიდი მწერლებისა და მეცნიერების ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ს. მესხის, ალ. ყაზბეგის, ივ. მაჩაბლის, ზ. ჭიჭინაძის, გ. შარვაშიძისა და ნ. მარის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული უცნობი ეპიზოდები. ი. ჭყონია, მამულისა და ქართული კულტურის დაუცხრომლად მოამაგე შემოქმედი იყო. იგი უდავოდ იმსახურებს სათანადო საპატიო ადგილს ქართული კულტურის ისტორიაში.