წიგნი ეფუძნება ქართულ კანონმდებლობას, ევროსაბჭოს კონვენციას, ქართულ სასამართლო პრაქტიკას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას. მასში განხილულია არაერთი რეალური კაზუსი საქართველოს საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკიდან. ნაშრომში ხაზგასმულია გამოძიების და სასამართლოს მიერ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისას დაშვებული ხარვეზები. ასევე, განხილულია საკანონმდებლო უზუსტობები და შემოთავაზებულია მათი აღმოფხვრის გზები.