ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კირკეს მითი და მისი ინტერპრეტაცია ანტიკურ ლიტერატურაში

გამოცემის წელი2002
გამომცემლობათსუ-ს გამომცემლობა

კირკე, კოლხთა მეფის - აიეტის და, და მედეას მამიდა, ანტიკურობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია, რომელიც ანტიკური მითოლოგიის ორ ძირითად ციკლშია ჩართული - ტროას ციკლსა და არგონავტიკაში. ამ სახის პოპულარობას მისი სიღრმე და არქეტიპულობა განაპირობებს. მონოგრაფია წარმოადგენს კირკეს მითის კვლევის მცდელობას როგორც სინქრონულ, ისე დიაქრონიულ ჭრილში. კვლევისას გათვალისწინებულია ლინგვისტური, არქეოლოგიური და სხვა პარამეტრები, რაც გამყარებულია ტიპოლოგიური პარალელებით.