ნაშრომში განხილულია აჭარის სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის საკვანძო საკითხები 1946-1990 წლებში. კერძოდ, შესწავლილია მრეწველები, კაპიტალური მშენებლობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და სოფლის მეურნეობა. გაანალიზებულია დემოგრაფიული მდგომარეობა და საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, ნაჩვენებია მუშათა კლასის, გლეხობის, ინტელიგენციის ღვაწლი ომის შემდგომ პერიოდში სახალხო მეურნეობის აღდგენა–განვითარებაში.