ნაშრომში შესწავლილია აჭარის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური ისტორიის საკითხები XX საუკუნის 20-30-იან წლებში. გაშუქებულია პოლიტიკური ვითარება აჭარაში 1921 წელს: საოლქო რევკომის ფორმირება, საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება, ბრძოლა თურქი ოკუპანტების წინააღმდეგ, ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და კომუნისტური პარტოკრატიის ჩამოყალიბება. განხილულია პროფესიული კავშირებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ისტორია.