„ჰერცოგის უსახური ასული მარგარიტა მაულტაში“ ლიონ ფოიხტვანგერის პირველი ისტორიული რომანია. ამ წიგნით
ავტორს შუა საუკუნეების გერმანიაში გადავყავართ.
XIV საუკუნეში პატარა მთაგორიან ქვეყანას – ტიროლს მართავდა ქალი – ჰერცოგის ასული მარგარიტა, რომელსაც
ხალხმა „მაულტაში“ („დრუნჩიანი") შეარქვა. მისი მძიმე და მოუსვენარი ცხოვრების ფონზე მწერალი ხატავს დაქუცმაცებულ გერმანულ სახელმწიფოთა რთული და შფოთიანი ურთიერთობის, ცბიერი და თავკერძა ფეოდალი მმართველების წინააღმდეგ ბრძოლის მართალ სურათს.