ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

არაბულის მასწავლებელი

გამოცემის წელი2013
გამომცემლობასაუნჯე

პოეტისა და მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის ლექსების კრებული.

,,ავტორი, მიუხედავად მაძიებელი ბუნებისა, არ მიმართავს მკვეთრ ექსპერიმენტებს და არ ღალატობს თავისი შემოქმედების ძირითად მიმართულებებს. თავისი დამოკიდებულებები ცხოვრების, მისი სისასტიკის და დაუნდობლობის თუ მშვენიერებისა და სიკეთის მიმართ, გამოხატული ხან სევდიანი, ხან ირონიულ-პაროდიული ხასიათით, მდიდარი ლექსიკა, ღრმა პოეტური აზროვნება და ინტელექტუალური გამოცდილება, ყველაფერი ერთად ქმნის მის ერთი შეხედვით სადა, მაგრამ საკმაოდ ღრმა და მრავალშრიან პლასტების მქონე პოეზიას, ყოველგვარი პათეტიკისაგან გათავისუფლებულ თანამედროვე პოეზიას, რომელსაც აქვს უნარი მოგხიბლოს, აგიყოლიოს და თანაგანცდით განაწყოს მკითხველი, რადგან აქ,ამ ლექსებში მკითხველის დღევანდელობა სუნთქავს, ასე ნაცნობი, ასე მტკივნეული, ასე დაუძლეველი...".