წარმოდგენილი წიგნი მიზნად ისახავს ყოფილი სამურზაყანოს (თანამედროვე გალის რაიონი), ისტორიულ-ეთნოლოგიურ შესწავლას. არსებული წერილობითი წყაროების, სპეციალური ლიტერატურის, საარქივო და ეთნოლოგიური მასალების გაანალიზების საფუძველზე, გაშუქებულია რეგიონის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება ისტორიული სამურზაყანოს ჩამოყალიბებიდან დღემდე. განხილულია საზოგადოებრივი ყოფის ზოგიერთი საკითხები. ამ მიმართულებით ინტენსიური კვლევა-ძიება გრძელდება, რაც მხარის დიდმნიშვნელოვან ისტორიას გამოავლენს.