უცხო და შორეულ ქვეყანაში წარმატებასაც მიაღწია და პირადი ბედნიერებაც იპოვა ლილემ, მაგრამ, ცოტა ხნით შინ დაბრუნებული, ძველ სიყვარულს შეხვდა. და აღმოჩნდა, რომ მაშინ არაფერიც არ დამთავრებულა... უცნაურად გადაიხლართა ერთმანეთთან ორი ეპოქა, ორი ქალის ბედისწერა - აღმოჩნდა, რომ როგორც საუკუნეების წინ, თანამედროვე ხანაშიც რთულია ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნა და დაცვა...
„ავტორი ცდილობს, ორი სხვადასხვა სამყარო კომპოზიციურად დააკავშიროს ერთმანეთთან, ისტორიის წიაღში საკუთარი ალტერ ეგო მოძებნოს, ორი სხვადასხვა ამბავი ერთ ამბად აქციოს. სწორედ ამ ეტაპზე კარგად ჩანს ავტორის გემოვნება და განათლება" - დიანა ანფიმიადი.
„შულამელ გოგოებში საკუთარი თავი ვიპოვე, ხელახლა შევიცანი, მივხვდი, როგორ უნდა გიყვარდეს. მე სულამითი ვარ... და - შენ?" - მაკა ზედელაშვილი.
„დინამიკურ ეპიზოდებს ცვლის დამაჯერებელი ფსიქოლოგიური წიაღსვლები, ერთი ეპოქის ამბიდან მეორე თუ მესამე ეპოქის ამბავზე გადასვლა ხდება არა ხისტად, არამედ ბუნებრივად, რბილად, რაც განაპირობებს იმას რომ ნაწარმოებიც იკითხება რბილად, ძალდაუტანებლად, კომფორტულად" - თამრი ფხაკაძე.