ნაშრომში მოცემულია სარეიტინგო კომპანიის სამართლის სისტემის, ფორმირებისა და გენეზისის ანალიზი. დადგენილია, თუ რა ეტაპზეა მისი ჩამოყალიბება, რა პრობლემები იჩენს თავს დღესდღეობით და განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია მას; მოცემულია სარეიტინგო კომპანიების განვითარების ანალიტიკური ისტორია, რეიტინგის ისტორიული გენეზისი, მისი წარმოშობა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კვალდაკვალ და რეიტინგებთან დაკავშირებული ცვლილებები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; ნაჩვენებია სარეიტინგო სამართლის მდგომარეობა 2007-2008 წლების მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე და კრიზისი შემდეგ.