წიგნში მკითხველი გაეცნობა XVII საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი უნგრელი მბეჭდავისა და ასოთმქანდაკებლის მიკლოშ კიშის (1650-1702) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა წიგნის ბეჭდვის ხელოვნების ისტორიაში, ქართველი და უნგრელი ხალხების კულტურული ურთიერთობის მატიანეში.