კრებულში წარმოდგენილია სტატიები ბაღვაშებისა და მათი ძირითადი განშტოებების – კახაბერისძეებისა და ორბელების შესახებ. განხილულია შემდეგი საკითხები: ბაღვაშების, კახაბერისძეების, ორბელების გენეალოგია, ონომასტიკა, ფსიქოლოგიური დახასიათება, იურიდიული შეფასება, ადგილი საქართველოს ისტორიაში, მოღვაწეობა ქვეყნის გარეთ, მათ მიერ აშენებული ეკლესიის ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნეობითი ასპექტი, კავშირები სხვა ისტორიულ პირებთან.