ნაშრომი ეძღვნება მეგობრობის ნიჭიერებით დაჯილდოებულ ერთ გუნდს. მათ ძნელბედობის წლებში მოუხდათ ცხოვრება, მაგრამ შეურყვნელად გამოატარეს ურთიერთობის ამაღლებული და სპეტაკი გრძნობა. მათ ავტორმა რუსთაველის გამზირის შვილები შეარქვა, რადგანაც ეს ურთიერთობა ვითარდებოდა დედაქალაქის გულისგულში – რუსთაველის გამზირზე.