სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ბიზნესის კონკურენტუნარიანობის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების თანამედროვე აქტუალური საკითხები. კონკურენტუნარიანობა განხილულია, როგორც ბიზნესის თეორიისა და პრაქტიკის საგანი და ასევე ინდუსტრიული მნიშვნელობის ობიექტი. საფუძვლიანად არის განხილული ადამიანური და ფინანსური რესურსების მნიშვნელობა კონკურენტუნარიანობისათვის. ავტორთა სამომავლო ხედვა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ინოვაციურ მენეჯმენტს და კონკურენტუნარიანობის სტრატეგიებს გლობალიზაციის პირობებში.