1924 წლის აგვისტოს აჯანყება, ასევე აგვისტოს აჯანყება – საბჭოთა მმართველობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული საერთო სახალხო აჯანყება საქართველოში. აჯანყების მიზანი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა ოკუპაციისგან და დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა.