სახელმძღვანელოში განხილულია აუდიტორული საქმიანობის ორგანიზაციული საკითხები, მისი წარმოშობის მიზეზები, აუდიტის საკვანძო პროცედურები და დებულებები, აუდიტის ეთიკის კოდექსის ძირითადი ნორმები, აგრეთვე წარმოდგენილია აუდიტის სახეები, თავისებურებანი, მისი რეგულირების პრინციპები, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები რომლებსაც უნდა დაეყრდნოს აუდიტორული დასკვნა. ამასთან განხილულია აუდიტის როლი ბიზნესის სისტემაში, აუდიტორული ბასრის ფორმირების საკითხები და მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები.