წინამდებარე წიგნში შესულია ქართველური ონომასტიკის მკვლევართა (უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა) სტატიები; სტუდენტთა ონომასტიკური ძიებანი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისა, რომელთაც ისურვეს მშობლიური სოფლის საკუთარი სახელების – ტოპონიმების, ანთროპონიმების, ზოონიმების აღწერა და ანალიზი).