წინამდებარე გამოცემაში ერთადაა თავმოყრილი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს კუთხეში, რაჭაში აღმოჩენილი ლითონმქანდაკებლობის ის ნიმუშები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. არტეფაქტების ძირითადი ნაწილი შერჩეულია მხატვრული ნიშნით და სახელოვნებათმცოდნეო კუთხითაა გაანალიზებული; გათვალისწინებულია მათი ისტორიულ-სემანტიკური კონტექსტიც.