წიგნი მოიცავს 65-მდე თემას. აქედან დაახლოებით ნახევარი თვით ავტორის ნაკვლევია, ხოლო დანარჩენი წარმოადგენს „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების“ კრებულსა და ბიულეტენებში, აგრეთვე კრებულ „ქართული სიტყვის კულტურის საკითხებში“ ან ზოგიერთ სხვა ავტორიტეტულ გამოცემაში გამოქვეყნებული რამდენიმე წერილის გადამუშავებულ ვარიანტებს.