ამსტერდამში გერმანულ ენაზე გამოცემული ლიონ ფოიხტვანგერის პატარა წიგნი „მოსკოვი 1937“ უდავო ინტერესს იწვევს, რომელშიც ავტორი საბჭოთა კავშირში მოგზაურობისას პირადი შთაბეჭდილებისა და დაკვირვების საფუძველზე იძლევა სსრ კავშირის თანამედროვე მდგომარეობის, მისი პოლიტიკური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების შეფასებას. წიგნი შეიცავს რიგ შეცდომებსა და არასწორ შეფასებებს, რომლებშიც ადვილად გაერკვევა საბჭოთა მკითხველი. მიუხედავად ამისა, წიგნი ინტერესს იწვევს და ის მნიშვნელობა აქვს, რომ წარმოადგენს საბჭოთა კავშირის პატიოსანი და კეთილსინდისიერი შესწავლის ცდას.
ფოიხტვანგერი დასავლეთში არაკომუნისტი მწერლების იმ მცირედ რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც სიმართლის არ ეშინიათ, რომლებმაც იარაღი კი არ დაყარეს ფაშიზმის წინაშე, არამედ განაგრძობენ მასთან ბრძოლას, იმ დროს, როდესაც კალმის ბურჟუაზიული ავაზაკები კაპიტალიზმისა და ფაშიზმის გულის მოსაგებად ერთმანეთს ეჯიბრებიან სსრ კავშირის წინააღმდეგ ტყუილისა და ცილისწამების ფალსიფიკაციაში, ფოიხტვანგერი ცდილობს ჩასწვდეს სსრ კავშირზე ობიექტურ სიმართლეს და გაიგოს მისი თავისებურებანი.