ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სათამადო წიგნი

გამოცემის წელი2016
გამომცემლობა
რედაქტორიამირან არაბული

წიგნში სადღეგრძელოსა და სადიდებლის ნიმუშები ასეთნაირადაა წარმოდგენილი: დასაწყისში ავტორი გვთავაზობს მათ შესახებ არსებულ საინტერესო მასალებს, შემდეგ მოსდევს (ბევრგან) ლექსად თქმული ტექსტი და მთავრდება ცნობილი პიროვნებების გამონათქვამებით და ანდაზებით მოცემული სადღეგრძელოს შესახებ. ავტორი შორსაა იმ აზრისაგან, რომ თითოეულ სადღეგრძელოზე წარმოდგენილი მისეული ტექსტი კონკრეტულმა თამადამ მთლიანად სიტყვასიტყვით გაიმეოროს, რაც ცხადია, დიდ დროს წაართმევს. ამიტომ მას შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ავტორისეული ტექსტიდან გამოიყენოს ცალკეული ფრაზა, ლექსის სტროფი ან სტრიქონი და ამით გაალამაზოს, გაამდიდროს მოცემული სადღეგრძელოს საკუთარი ტექსტი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სალოცავების სადიდებლები და ავტორის მიერ საკუთარი ხელით დამზადებული ორიგინალური სასმისები ე.წ. სადიდგორო კოშები, „ხმლის ნატეხი", ჯიხვის, ხარის, კამეჩისა და უოჩის რქებისგან დამზადებული ყანწები, ხოწილები და აზარფეშები.