,,სერიოზული მეცნიერული კვლევის საფუძველზე სახეზეა გამოკვლევა, რომელიც საქართველოში ანარქიზმის ისტორიის მონოგრაფიულ სურათს წარმოადგენს.მასში კომპლექსურადაა შესწავლილი ქართველ ანარქისტთა პრაქტიკულ-რევოლუციური მოღვაწეობა, მოცემულია მათი თეორიული დებულებების ანალიზი, წარმოჩენილია ქართული ანარქიზმის ფუნქციონირების საერთო კანონზომიერებები და წამყვანი ტენდენციები, რამაც, თავის მხრივ, ავტორს საშუალება მისცა გაერკვია, თუ რა ადგილი უკავია ქართულ ანარქიზმს XIX ს-ის 90-იანი წლების და XX ს-ის დამდეგის ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში. ნაშრომში აგრეთვე ნათლადაა წარმოდგენილი და გაანალიზებული ყველა ის მხარე და თავისებურება, რითაც ქართული ანარქიზმი გამოირჩეოდა საერთაშორისო ანარქიზმისგან. სხვა ძირითად საკითხებთან ერთად წამოწეულია ანარქიზმის, როგორც ფილოსოფიური კატეგორიის არსი,ნაჩვენებია მისი რაციონალისტური ბუნება" – დიმიტრი შველიძე.