პონტოს სამეფოსა და მითრიდატე ევპატორის ისტორია საინტერესოა საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის, რადგან პონტოს სამეფო არა მარტო ტერიტორიულად იყო ახლოს ანტიკურ საქართველოსთან, არამედ მისი დიდი ნაწილი ქართველური ტომებით იყო დასახლებული და ამ ნაწარმოებში მოიპოვება ცნობები უშუალოდ ქართველური ტომების შესახებაც. წინამდებარე ნაშრომში მოცემულია აპიანეს „მითრიდატიკის“ სრული ტექსტი, გადმობეჭდილი თითქმის უცვლელად.