ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დავით არსენიშვილი : ესკიზები შემოქმედებითი პორტრეტისათვის

მთარგმნელინატო მანჯავიძე
გამოცემის წელი2012
გამომცემლობა

,,არაერთხელ მითქვამს, რომ დავით არსენიშვილმა ქართულ კულტურას ფასდაუდებელი ამაგი დასდო. თუმცა მაშინდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მისი მისამართით გაუგონრად უმადური და უსამართლო აღმოჩნდა. ვინ იცის, ეს საზოგადოებრივი გულგრილობა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა პროფესორ ნათელა ვაჩნაძის წინამდებარე წიგნი. მისი ნაშრომი ჩემთვის და ალბათ მკითხველთა უმეტესობისთვისაც სამშობლოს სიყვარულისა და უანგარო თავდადების ტრაქტატად იქცა. პირველივე გვერდიდან გრძნობ, ავტორმა რამხელა შემოქმედებითი ენერგია გაიღო და რამდენი ბიუროკრატიული ბარიერი გადალახა იმისათვის, რომ დავით არსენიშვილის ღვაწლი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოეტანა. ეს ნაშრომი წიგნთან ერთად მორალური კოდექსიცაა, ზნეობრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საყვარელ საქმეს და სამშობლოს" – გიორგი კალანდია.