ნაშრომში წარმოდგენილია კოლხეთისა და პონტოს სამეფოს, აგრეთვე რომაულ-ბიზანტიურ სამყაროსთან დასავლეთ საქართველოს მრავალმხრივ ურთიერთობათა პერიპეტიები. განხილულია კოლხეთისა და პონტოს სამეფოს პოლიტიკურ ურთიერთობათა გენეზისი, მითრიდატე ევპატორის აგრესია კოლხეთში, ამ აქციისადმი კოლხთა რეაგირების საკითხები; ნაჩვენებია რომისა და ბიზანტიის პონტო-კავკასიის თავდაცვითი სისტემების ფორმირების ეტაპები, მისი ხასიათი და დანიშნულება, კოლხეთის რომაული და ადგილობრივი დასახლებების სტატუსი, კოლხეთში რომაულ-ბიზანტიური ნაწარმის გავრცელების გზები და ქრონოლოგიური ჯგუფები, კოლხეთის როლი და მნიშვნელობა რომაულ-ბიზანტიური სამყაროს სისტემაში.