ვახტანგ კოტეტიშვილის „რჩეული ნაწერების” მეორე წიგნში შესულია ის გამოკვლევები და წერილები რომლებიც ავტორს სხვადასხვა დროს გამოუქვეყნებია ჟურნალ-გაზეთებში, ან მოხსენებათა სახით წაუკითხავს. წიგნში შესული მასალა სამ ჯგუფად არის დაყოფილი: ლიტერატურული წერილები, წერილები ხელოვნებასა და მეცნიერებაზე, ფოლკლორის საკითხები.