კრებულის მიზანია პანდემიის წინააღმდეგ საქართველოში გატარებული ღონისძიებების შეფასება. ამისათვის განიხილება როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებათა სფეროში. კრებული ასევე მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, რათა საქართველოში გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვა. სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება იძლევა საშუალებას, თავიდან იქნეს აცილებული შეცდომები და სახელმწიფო უფრო მომზადებული შეხვდეს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, კრებულში თავმოყრილია ავტორთა ნაშრომები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებშიც ისინი გამოთქვამენ საყურადღებო მოსაზრებებს – როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.