ფრანც კაფკას ცხოვრებაში დღიურის როლი განსაკუთრებულია. დღიურის წარმოება მან დაიწყო 1910 წელს (ყოველ შემთხვევაში, უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ არის შემორჩენილი) და მეტ-ნაკლები თანმიმდევრობითა და შუალედებით აწარმოებდა მას 1923 წლის შუამდე; ასე რომ, ჩანაწერები წყდება გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მისი მხატვრული ორეულების თვისებების გარდა დღიურებში ვხედავთ კაფკას ნამდვილ ხატს, როგორიც იყო ის ყოველდღიურობაში - ის ხომ თავისთვის წერდა დღიურებს, არა მკითხველისათვის.