1905 წლის თებერვალში მოსკოვში ტერორისტთა ჯგუფმა,რომელიც სოციალისტურ-რევოლუციურ პარტიას მიეკუთვნებოდა, ყუმბარა ესროლა დიდ თავად სერგეი ალექსანდროვიჩს, მეფის ბიძას. ,,მართალნის" სიუჟეტს წარმოადგენს სწორედ ეს თავდასხმა და მისი წინმსწრები თუ შემდგომი განსაკუთრებული გარემოებები.