,,ზაურ კალანდიას რომანი „ძეგლი ყველასათვის“ საქართველოს უახლესი, ტრაგიკული წარსულის დღეებს აცოცხლებს –ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული, სამოქალაქო და აფხაზეთის ომამდე. რომანის მთავარი გმირი – ჭიჭე – თავისი პოსტმოდერნული შინაარსით, გამომუშავებული რეფლექსიით, ცინიზმით, თავის ამბავს მეტა ტექსტებით ჰყვება. ეს მეტატექსტები თვითგანკითხვაცაა და თვითგააზრებაც, ანუ ის, რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენს საზოგადოებას – ამ მრავალწლიან დრამატულ და ტრაგიკულ დინამიკაში. ექსპრესიით, დაძაბული მუხტით გადმოცემული გმირის შინაგანი მონოლოგი, წარსულის ვეებერთელა რეტროსპექტივაში, ყველაზე მკაფიოდ, მაინც ერთ აქცენტს გამოკვეთს – ძეგლი, რომელსაც ვაგებდით და ვამსხვრევდით, ჩვენივე თავში აქვავებს ადამიანობის ყველაზე ფაქიზ ნიუანსებს, ისე, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ყველა ოდინდელი კერპის ბედისწერა თავადაც გავიზიაროთ... ამას კი, პიროვნული ტრაგედია ჰქვია".