სახელმძღვანელოში განხილულია ფინანსების ზოგადი თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები საბაზრო ეკონომიკური სისტემის პირობებში. სახელმძღვანელოს უმნიშვნელოვანესი თავისებურება და ღირსება მდგომარეობს ფინანსური მეცნიერების საგნის ახლებურად ჩამოყალიბებაში, უკუგდებულია ფინანსური ურთიერთობების, გადასახადების, საფინანსო პოლიტიკის, სახელმწიფო ბიუჯეტის და სხვა ფინანსური მოვლენებისა და პროცესების ძველებური, დრომოჭმული გაგება, მათი არსი გადმოცემულია არაკლასობრივი პოზიციებიდან თანამედროვე ეკონომიკური თეორიის მისადაგებით.