მონოგრაფიაში განხილულია სიღარიბის დაძლევის სოციალურ-ეკონომიკური მექანიზმები ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების პირობებში. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკური კულტურის, როგორც ეკონომიკური თავისუფლების აუცილებელი შემადგენელი ნაწილის, აგრეთვე როგორც შემოსავლების სამართლიანი გადანაწილებისა და სიღარიბის დაძლევის მექანიზმების ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძვლის დასაბუთებაზე. აქედან გამომდინარე, ავტორის მტკიცებით, ეკონომიკური კულტურა წარმოადგენს არა მხოლოდ ადამიანური მოღვაწეობის სტატიკურ გამოვლინებას, არამედ მისი შემოქმედებითი არსებობის დინამიკურ პროცესს, რომელიც გამუდმებულ ძიებასა და განვითარებაშია.