ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ნატო ვაჩნაძე, 1904-1953

გამოცემის წელი2014
გამომცემლობა

ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილი ეს საიუბილეო გამოცემა შეიცავს მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ მრავალფეროვან მასალას: მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ნატო ვაჩნაძის მემუარების წიგნს „მოგონებები და შეხვედრები“. წიგნში აგრეთვე შევიდა ფრაგმენტები ნატო ვაჩნაძის გამოუქვეყნებელი დღიურიდან, რომლის ჩანაწერები გაკეთებულია 1928 წელს, გერმანიაში ფილმ „ცოცხალი ლეშის“ გადაღების დროს. ცალკე თავი დაეთმო წერილებსა და მოგონებებს ნატო ვაჩნაძეზე, რომელშიც გაერთიანდა სხვადასხვა დროის ქართულ და რუსულ პრესაში, პერიოდულ გამოცემებში, კრებულებში, მსახიობის თანამედროვეთა მემუარებში გაბნეული ტექსტები; აგრეთვე ლექსებს, რომლებიც პოეტებმა უძღვნეს სათაყვანებელ მსახიობს. წიგნში გამოყენებულია როგორც ცნობილი, ისე გამოუქვეყნებელი ფოტომასალა, დაცული საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ფონდებში, საქართველოს კინოფოტოფონოდოკუმენტების სახელმწიფო არქივში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გურჯაანის სახლ-მუზეუმში, ნატო ვაჩნაძის მემკვიდრეთა პირად არქივებსა და კერძო კოლექციებში. წიგნს დართული აქვს ნატო ვაჩნაძის ფილმოგრაფია და სახელთა ანოტირებული საძიებელი, რომელიც შეიცავს ტექსტში მოხსენიებულ კინემატოგრაფისტთა და სხვა პერსონალიათა სახელებს.