ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ცხოვრება გვანჯი ჩიქოვანისა; მუშნი დადიანი : წერილები, დღიურები

გამოცემის წელი2011
გამომცემლობა
რედაქტორიროსტომ ჩხეიძე

,,ჩვენს თვალწინ იწერება საქართველოს ისტორია – ჭეშმარიტი, შეულამაზებელი, ისეთი, როგორც სინამდვილეში იყო. იწერება პირუთვნელ თვითმხილველთა ნაამბობებსა და სანდო დოკუმენტურ ცნობებზე დაყრდნობით. იწერება მიუკერძოებელ ისტორიკოსთა ხელით. ივსება, იზრდება, გარდა მთავარი დინებებისა, ბევრი ნიუანსიც წარმოჩნდება, ისეთი დეტალები, ხან გრანდიოზულ ამბებზე უკეთაც რომ გვახედებს მოვლენათა არსში. ემატება და ემატება ახალი სახელები ჩვენს დიდებულ და კოლორიტულ პიროვნებათა გალერეას. გვანჯი ჩიქოვანი და მუშნი დადიანი იმ პიროვნებათა შორის არიან საგულვებელნი, რომელნიც ამშვენებენ საქართველოს ზნეობრივ ისტორიას, სამაგალითონი თავიანთი ცხოვრების წესითა და ქვეყნისათვის თავშეწირვის უნარით, იმგვარი ბიოგრაფიებით, რომანთა სიუჟეტებსაც რომ მოუხდება. მათ უპირველესად სწორედ ის ზნეობრივი ნიშანი აერთიანებთ და მართლაც ძვირფასია ის მასალა – მომუარულიც და ეპისტოლურიც – მათი სახელების ირგვლივ რომ იყრის თავს და ჩვენი თვალსაჩინო პოეტისა და მკვლევრის ემზარ კვიტაიშვილის გარჯით საქართველოს ისტორიის სანუკვარ ფურცლებად იკინძება".