ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჰიმნოგრაფიული კანონის კომპოზიცია

გამოცემის წელი
გამომცემლობამეცნიერება
რედაქტორივაჟა გვახარია

წიგნი „ჰიმნოგრაფიული კანონის კომპოზიცია“ ეხება ფარულ სიმეტრიათა კანონზომიერებებს ბიზანტიური და ქართული საგალობლის კომპოზიციაში, კერძოდ, შესწავლილია რიტმული სტრუქტურა, «მართლკვეთის» მნიშვნელობა, მეორე გალობის რედუცირებისა და აღდგენის მიზეზები, „აქებდითსა ზედა“ დასდებლების მიმართება კანონის ოდებთან, ცხრარიცხვედობის სახისმეტყველებითი არსი, გალობანი სიტყვისგებად. ამ ფონზე იკვეთება X-XI სს. ქართული პოეზიის აღორძინების ხასიათი და მნიშვნელობა. გამოკვლეულია ჰიმნოგრაფიული ტერმინები „შეზავებულნი«, „ზიარნი“, „წართულნი“. ბოლოს ერთვის „გალობა“ სიტყვის ეტიმოლოგიური ანალიზი, ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რა საფუძველი გვაქვს მივიღოთ ჰიმნოგრაფიული პოეზია ზნეობისა და ინტელექტის საზრდელად.